საპროტესტო აქცია გაიმართა ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან. ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები შენობის დაწვაში ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებენ.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნას უყენებენ და აცხადებენ, რომ უნდა გამოიძიონ ბოლომდე საქმე, მოხდეს სრულად ზარალის ანაზღაურება და ბანკებთან დამატებითი მოლაპარაკებები აწარმოონ.
„ამ მათხოვრებმა გააჩინეს ხანძარი, მონაწილეობდნენ ამ უბედურებაში. ეს ხალხი დატოვეს შიმშილის ზღვარზე. შუშის სასახლის გენერალური პროკურორი რომ წარადგენს მერს და რომ დაიწყებს აქეთ-იქით სირბილს, ყველგან წავალთ, ყველგან დავხვდებით და ვეტყვით, რომ გადაწვა ეს მიწა, ბავშვთა სამყარო,“ - აცხადებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი.
ბავშვთა სამყაროს დაზარალებული მოვაჭრეები საპროტესტო აქციის გაგრძელებას მათი ზარალის სრულად ანაზღაურებამდე გეგმავენ.