18 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
„ეს არის კლიპის გამო გაკეთებული, ბიჭებს ნარკოტიკი არ ჰქონიათ" - "მასტერის" დაკითხვა დასრულდა

„ეს არის კლიპის გამო გაკეთებული. სუფთები არიან, ბიჭებს ნარკოტიკი არ ჰქონიათ არასდროს. ნარკოტიკებს არ ეკარებიან,“- ამის შესახებ რეპერმა მასტერმა ბირჟა მაფიის წევრებზე, მიხეილ მგალობლიშვილსა და გიორგი ქებურიაზე, პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

ჯგუფ ბირჟა მაფიის წევრების მეგობარმა სამართალდამცავებს მასსა და ჯგუფ ბირჟა მაფიის წევრს, გიორგი ქებურიას შორის შემდგარ მიმოწერაზე მიაწოდა ინფორმაცია, სადაც საუბარია, რომ რეპერების კლიპმა შსს-ს გაღიზიანება გამოიწვია.

მასტერის თქმით, მიმოწერა გიორგი ქებურიას დაკავების წინა ღამეს შედგა. რეპერის განცხადებით, დღეს მისი ტელეფონის დათვალიერება არ მომხდარა.

დღის ამბები