18 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
ნიკა მელია ამბობს, რომ პოლიციას მსახიობ დავით როსტომაშვილზე თავდამსხმელი გაექცა

გაექცა თუ არა პოლიციას ისნის სამმართველოდან მსახიობ დავით როსტომაშვილზე თავდამსხმელი? ინფორმაცია გაქცევის შესახებ საკუთარ facebook გვერდზე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ გაავრცელა. კურიერს ეს ინფორმცია არც შსს-ში და არც ისნის პოლიციის განყოფილებაში დაუდასტურეს.

გვიან ღამით პოლიციის განყოფილებაში ერთი დაკავებული მიიყვანეს, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია, აქვს თუ არა მას რაიმე კავშირი მომხდარ ინციდენტთან.

დათო როსტომაშვილს გუშინ თბილისში, 5 დეკემბრის ქუჩაზე დაესხნენ თავს. დამნაშავეს ნიღაბი ეკეთა. მან ბეისბოლის ჯოხით როსტომაშვილს დაზიანება თავის არეში მიაყენა, რის შემდეგაც მსახიობი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. ის ამ დრომდე რჩება საავადმყოფოში.

დღის ამბები