18 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
დედაქალაქის რამდენიმე ცენტრალური ქუჩა პარალიზებულია - დაგეგმილ ალტერნატიულ მარშრუტებში ცვლილება შევიდა

დედაქალაქის რამდენიმე ცენტრალური ქუჩა პარალიზებულია - ღამით პეკინის გამზირზე დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, შარტავას ქუჩა და ვაკე-საბურთალოს გზა დღეს მანქანების ნაკადს ვერ ატარებს. დაგეგმილ ალტერნატიულ მარშრუტებში, შექმნილი საცობების გამო, ცვლილებები შევიდა.

ამ წუთამდე გადაადგილების მხრივ ყველაზე პრობლემურად ჟვანიას მოედანი რჩებოდა, თუმცა ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელობამ სამართალდამცველებთან ერთად გადაწყვიტეს, რომ შარტავას ქუჩის მხრიდან კანდელაკის ქუჩის მიმართულებით გზა გახსნილიყო. ასევე ჟვანიას მოედანზე შუქნიშანი იყო ჩართული. მათი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება სიტუაციას გაანეიტრალებს.

სამოქალაქო სექტორის აზრით კი, პეკინის გამზირზე დაწყებულმა სამუშაოებმა მანქანით გადაადგილების პრობლემა ვაკის რაიონის გარკვეულ მონაკვეთზეც შექმნა.

პეკინის ქუჩაზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ წყლის შეზღუდვასთან დაკავშირებით დედაქალაქის მოსახლეობას რამდენიმე დღით ადრე ეცნობება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები