2 ადამიანი დაშავდა აფეთქების შედეგად ფოთში. ცეცხლი მარცვლეულის ტერმინალში ე.წ. წისქვილკომბინატში გაჩნდა. მიზეზებს გამოძიება ადგენს. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ერთ-ერთ საამქროში, ძრავში მოხდა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ორივე მათგანს სხეულის პირველი ხარისხის დამწვრობა აქვს.
ექიმის განცხადებით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის.