18 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
გადაცემების დახურვა - ოპოზიცია პირველი არხის მენეჯმენტს ხელისუფლების ინტერესების გატარებაში ღიად ადანაშაულებს

ოპოზიცია საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს ცენზურასა და მმართველი პარტიის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს. "რესპუბლიკური პარტიის" და "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერებმა საჩივარი საზოგადოებრივ მაუწყებლის წინააღმდეგ, კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში დღეს შეიტანეს. პარტიები საზოგადოებრივ არხს ხელისუფლების ინტერესების გატარებაში ღიად ადანაშაულებენ და საეთერო ბადიდან იმ რეკლამის მოხსნას მოითხოვენ, რომელიც მათი თქმით, საკონსტიტუციო რეფორმას ეხება და მმართველი გუნდის პოზიციის პროპაგანდას ემსახურება.

ახალი სეზონიდან „რადიო თავისუფლების“ გადაცემების დახურვას, პირდაპირი პოლიტიკური დაკვეთის აღსრულებად აფასებს ნინო გოგუაძე.

საზოგადოებრივ მაუწყებელზე "რადიო თავისუფლების" პროექტების დახურვას პოლიტიკოსების გარდა, თავად არხის სამეურვეო საბჭოს წევრებიც აპროტესტებენ.

გადაცემების დახურვასთან ერთად, არასამთავრობო სექტორი მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებს აპროტესტებს.

დღის ამბები