18 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
მთავარი კონსტიტუციური ცვლილება არის ის, რომ არაფერი არ იცვლება - გიორგი გუგავა

„კონსტიტუციურ ფოკუსებს აჩვენებდნენ მოსახლეობას,“ - ეს განცხადება "ლეიბორისტული" პარტიის პოლიტიკურმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ, “არჩევანის“ პირდაპირ ეთერში საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას გააკეთა.

მან საერთო სახალხო განხილვებზე ისაუბრა, რომლებშიც, მისი თქმით, ძრითადად ადმინისტრაციული რესურსი მონაწილეობდა.

„გვახსოვს, თუ როგორ იფიცებდნენ წმინდა პორფირეს თუ ბიძინას ხატზე, რომ ისინი აუცილებლად გაითვალისწინებდნენ "ვენეციის კომისიის" შენიშვნებს. არ გამოუვიდათ ვენეციური ვაჭრობა და შემდეგ მთავარი კონსტიტუციური ცვლილება არის ის, რომ არაფერი არ იცვლება,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ

მისი თქმით, შერეული საარჩევნო სისტემა "სიმსივნეა" ქვეყნისთვის.

ამავე თემაზე
დღის ამბები