თბილისში, გამრეკელის ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. მრევლი ბერი ნიკოლოზის ნაქირავებ სახლში შეშვებას ითხოვს. ბერ ნიკოლოზს ნაქირავებ ბინაში სახლის მეპატრონემ შესვლის უფლება არ მისცა. სახლის მესაკუთრემ საპატრულო პოლიცია გამოიძახა.
ბერი ნიკოლოზის მრევლსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იმ დროს მოხდა, როდესაც მრევლი ძალის გამოყენებით სახლში შესვლას ცდილობდა.
შემთხვევის ადგილზე ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ლევან გოგიჩაიშვილი მივიდა. ამ წუთებში გოგიჩაიშვილი და მრევლის რამდენიმე წარმომადგენელი სახლის მეპატრონესთან მოლაპარაკებას აწარმოებს.
ფოტო სოციალურ ქსელში მომხმარებელმა მოგვაწოდა