18 მაისი 2024,   18:53
ვრცლად
მოსმენების შესახებ კანონი - საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელების განხილვა გრძელდება

საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს 300-ზე მეტი მოქალაქისა და სახალხო დამცველის სარჩელზე განმწესრიგებელი სხდომა ისევ გაგრძელდება. პროცესზე ექსპერტებს მოუსმენენ.

მოსარჩელეები რამდენიმე თვის წინ პარლამენტის მიერ მოსმენების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს ასაჩივრებენ, რომლის მიხედვითაც მიყურადების უფლება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაქვემდებარებულ სააგენტოს მიენიჭა.

პარალელურად პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იმ მიზეზებს განმარტავს, თუ რატომ მიმართა გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მეგობრის სტატუსით მოსმენების კანონთან დაკავშირებით.

ანა დოლიძის განმარტებით კანონი საკონსტიტუციო სასმართლოს ერთი წლის წინანდელ გადაწყვეტილებასთან წინააღმდეგობაშია და სუს-ს დაქვემდებარებული სააგენტო არ იქნება დამოუკიდებელი.

„ახალ შექმნილი სააგენტო არ არის დამოუკიდებელი, ის ასრულებს გამოძიების ფუნქციებს, შესაბამისად ვერ იქნება ობიექტური, ნეიტრალური, როდესაც ის ასრულებს ფარულ მიყურადებას. მიღებული მოსმენების კანონი არ ასრულებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას,“-განაცხადა ანა დოლიძემ.

დღის ამბები