ნუცუბიძის ქუჩაზე საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მრავლასართულიანი კომპლექსის მშნებლობა გააპროტესტეს. ადგილობრივები სამშენებლო კომპანიას მშენებარე კომპლექსამდე მისასვლელი ალტერნარტიული გზის გაკეთებისკენ მოუწოდებენ.
საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი, კომპლექსის მშენებლობის დაწყებამდე ტერიტორიის შესწავლის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.
„ჯერ გზა უნდა ნახონ არსებობს თუ არა, მანქანები ივლიან თუ არა, სატრანსპორტო ნაკადები დათვალონ და ამას მოარგონ შემდეგ კომპლექსები, პირიქით კი არ უნდა ხდებოდეს, ჯერ ნებართვას გასცემენ და მერე კისერი გიტეხიათ,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.