„თანმიმდევრულობაზე არის საუბარი ზედმეტი, როდესაც ერთი და იგივე პროცესიდან ორჯერ გადიხარ,“ - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, რიგგარეშე სხდომაზე ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის თაობაზე საუბრისას გააკეთა.
მისი აზრით, უმცირესობის წევრების მხრიდან კონსტიტუციის განხილვის პროცესისთვის ბოიკოტის უკვე მეორედ გამოცხადება, ირაციონალურია.
„აბსოლუტურად ირაციონალურია ასეთი ნაბიჯები. ჯერ გახსოვთ თქვენ კომისიიდან გასვლა, ახლა უკვე პლენარული სხდომიდან გასვლა. ეს არის არათანმიმდევრულობის ძალიან ნათელი მაგალითი, რის პირობებშიც, ბუნებრივია, საუბარი ზედმეტია ამ პოლიტიკური ძალების პოლიტიკურ წარმატებაზე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.