”თეთრი ხმაურის მოძრაობა“ და ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” პროკურატურას შოთა პაკელიანისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართავენ.
სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ საქმეში არსებული ინფორმაცია, შოთა პაკელიანისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებისთვის საკმარისია და უარის თქმის საფუძველი არ არსებობს.
პაკელიანის ადვოკატისთვის გაუგებარია, რატომ არ რეაგირებს პროკურატურა მათ მოთხოვნაზე.
„პროკურატურას კიდევ ერთხელ მივმართავთ მოთხოვნით, რომ მიანიჭონ მას დაზარალებულის სტატუსი, რაც ამ დრომდე ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო არ მომხდარა და იმედი გვაქვს, რომ მედიაში გავრცელებული კადრების შემდეგ უფრო აქტიური იქნება გამოძიება იმ დანაშაულის გამოძიების მხრივ, რომელსაც ადგილი ჰქონდა,“ - განაცხადა შოთა პაკელიანის ადვოკატმა გიორგი მახარაძემ.
შოთა პაკელიანი მიმდინარე წლის მარტში დააკავეს. ის სამართალდამცავებს ნარკოტიკის ჩადებაში, ასევე, წამებასა და ღირსების შემლახავ მოპყრობაში ადანაშაულებს.