თბილისში საბალეტო ფესტივალი მიმდინარეობს. ოპერისა და ბალეტის თეატრში მოცეკვავეები დღეს პეტრე ჩაიკოვსკის "გედების ტბას" შეასრულებენ. მასში მთავარ პარტიებს პოლონეთის ნაციონალური ბალეტის სოლისტები იცეკვებენ.
ხვალ კი ფესტივალი გალაკონცერტით დაიხურებ. ნინო ანანიაშვილთან ერთად სცენაზე მსოფლიოში აღიარებული ბალეტის ვარსკვლავებიც გამოვლენ.