"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის წარედგენის პარალელურად მთაწმინდის პარკში აქცია მიდმიანროებდა. ბავშვთა სამყაროს ხანძრით დაზარალებულები კახი კალაძესთან შეხვედრას და საკუთარი ზარალის 100 %-ით ანაზღაურებას ითხოვნდნენ. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართადამცველები. აქციაზე მოხდა ინციდენტიც. შეკრების ერთ-ერთ მონაწილეს პოლიციის თანდასწრებით უცნობმა პირმა საყვირი წაართვა და სამართალდამცველების კორდონის მიღმა მიიმალა.
შსს-ს წარმაოდმგენლბს ინციდენტზე რეაგირება არ მოუხდენიათ. ხმაურიანი საპროტესტო აქცია ბავშვთა სამყაროს ხანძრით დაზარალებულებმა დღის პირველ ნახევარში "ქართული ოცნების" ოფისთანაც გამართეს.