18 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
გმირთა მოედანზე ტამიშის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

ტამიშის გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს თბილისში გმირთა მოედანზე. აფხაზეთში, დაბა ტამიშთან გამართული ბრძოლიდან 24 წელი გავიდა. საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით თავდაცვის მინისტრმა შეამკო. გმირთა მოედანზე იმყოფებოდნენ ასევე გენერალური შტაბის უფროსი, შეიარაღებული ძალების სხვა წარმომადგენლები და აფხაზეთის ომის ვეტერანები. 1993 წლის, 2 ივლისს დაბა ტამიშთან დაწყებულ ბრძოლაში ქართულმა მხარემ 300-მდე მებრძოლი დაკარგა. თუმცა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება და პოზიციების შენარჩუნება მაინც შეძლეს.

“მათ დესანტი მოიგერიეს, არ დათმეს პოზიციები და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისთვის თავიანთი სიცოცხლე გაწირეს. ქედს ვიხრით მათი გმირობის წინაშე,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

დღის ამბები