ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი თავისუფალია. 71 წლის ეჰუდ ოლმერტმა ციხე შეწყალების საფუძველზე, ვადაზე ადრე დატოვა. ის კორუფციისთვის იხდიდა სასჯელს, თუმცა საპატიმროში 27 თვის ნაცვლად 16 თვე გაატარა. 2018 წლის მაისამდე ეჰუდ ოლმერტი ვალდებულია, საზოგადოების სასარგებლოდ სხვადასხვა ორგანიზაციაში მოხალისედ იმუშაოს, თვეში ორჯერ კი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდეს.
ოლმერტი ისრაელის მინისტრთა კაბინეტს 2006-2009 წლებში ხელმძღვანელობდა. ის ქვეყნის პირველი პრემიერია, რომელსაც პატიმრობა მიუსაჯეს.