საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა, გამოცდების წარმატებით დასრულება და უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება უსურვა.
საკვირაო ქადაგებისას ილია მეორემ ასევე გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა ხელნაწერთა ინსტიტუტის თანამშრომლებს. მეცნიერები საპატრიარქოს სიგელებით დაჯილდოვდნენ.