ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი ხოშარაულის ქუჩაზე ავტონაწილების ბაზრობას გაუჩნდა.
როგორც „რუსთავი 2“-ს საგანგებო სიტუაციების სააგენტოში განუცხადეს. ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი არის მობილიზებული.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ შენობაში ცეცხლი სულ უფრო მეტად ვრცელდება და სახანძრო მანქანები ცეცხლს ჯერ ვერ აქრობენ. ისინი ასევე ამბობენ, რომ ადგილიდან აფეთქებების ხმაც ისმის.