ე.წ. ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა გვიან ღამით მოხერხდა. ცეცხლის ბოლო კერის ლიკვიდაცია მეხანძრეებმა სამი საათისთვის მოახერხეს.
დამწვარია სამსართულიანი შენობა, 2500-ს კვადრატულ მეტრამდე ფართობის ტერიტორია, სადაც ძირითადად ავტონაწილები, საბურავები და საღებავები ინახებოდა.
ცეცხლის ბოლომდე ჩაქრობა, ტოქსიკური მასალების დაწვის გამო, გართულდა. 30-მდე სახანძრო ბრიგადა ხანძრის ლიკვიდაციას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა.