18 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
ხანძარი ე.წ. ელიავას ბაზრობაზე - შსს-მ გამოძიება დაიწყო 

ე.წ.  ელიავას ბაზრობაზე მომხდარ ხანძარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. საქმეს ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინიტროს პოლიციის დეტექტივების სამმართველო იძიებს.

მომხდარზე სამართალდამცველებმა ხანძრის ლოკალიზებიდან მალევე რამდენიმე პირი გამოკითხეს, მათ შორის ელიავას ბაზრის ერთ-ერთი მეწილე, გია ანდრიაძე. ძალოვან უწყებაში აცახდებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს და დაკავებული არავინაა.

„ტერიტორიები დაზღვეული იყო. პასუხისმგებლობის საკითხს რაც შეეხება, ექსპერტიზის დასკვნა როგორც კი გახდება ცნობილი, შესაბამისი სამსახურები იმსჯელებენ. პასუხისმგებლობაზე ნამდვილად ვერ გეტყვით. ადმინისტრაციის მხრიდან ყველა მოთხოვნა აბსოლუტურად დაცული იყო. ვიყავი პოლიციაში, მიმდინარეობს დაკითხვა, მოვაჭრეების აზრიც იციან, მაგრამ საბოლოოდ მაინც ექსპერტიზა გადაწყვეტს. არ არის ისეთ რთული შენობა, რომ ვერ დაადგინონ. დადგინდება, სავარაუდოდ, გამომწვევი მიზეზები. კომპენსაციებს რაც შეეხება, ესეც გადაწყდება, სავარაუდოდ, დასკვნიდან გამომდინარე,“ - განაცხადა გია ანდრიაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები