18 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
დაგეგმარება იქნება ყველაფერი ტყუილი, თუ არ გვეცოდინება, რა ხდება შიგნით - ირმა ზავრადაშვილი

ე.წ. ელიავას ბაზრობაზე უსაფრთხოების მიზნით სამართალდამცველები იმყოფებიან. ადგილზე რჩებიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფებიც. სამართალდამცველებს ტერიტორიაზე შემოსაზღვრული აქვთ და იქ მოქალაქეებს არ უშვებენ. ტერიტორიაზე იკრიბებიან ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეებიც. 

ე.წ. ელიავას ბაზრის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა დღეიდან დაიწყება. ტერიტორიაზე ელოდებიან ექსპერტებსაც, რომლებიც დამწვარ შენობაში იმუშავებენ. ბაზრობაზე ცოტა ხნის წინ მივიდა დიდუბის რაიონის გამგებელიც.

„დაგეგმარება იქნება ყველაფერი ტყუილი, თუ არ გვეცოდინება, რა ხდება შიგნით. შესაბამისად, დაგეგმარება დაგეგმარებისთვის არის სისულელე. ამიტომ ჯერ გავარკვევთ, რა ხდება. ყველა იმ ინსტანციაზე, სადაც საბანკო მიმართულებით იქნება ეს, მეპატრონესთან ურთიერთობა იქნება თუ ასე შემდეგ, მე ამ ადამიანების გვერდით ვიქნები და სადაც, რა ინსტანციაზეც დასჭირდებათ მხარდაჭერა, იმ ინსტანციაზე გავუკეთებ მხარდაჭერას,“ -განაცხადა დიდუბის რაიონის გამგებელმა, ირმა ზავრადაშვილმა

დღის ამბები