18 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე აბიტურიენტების 3% არ გამოცხადდა

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე აბიტურიენტების 3%-მდე არ გამოცხადდა. დაგვიანების გამო, გამოცდაზე არ დაიშვა 5 აბიტურიენტი. 

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, მაია მიმინოშვილის, განცხადებით, ამ დროისთვის გამოცდის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. არც რეგისტრაციის და არც გამოცდის პროცესში არანაირ შეფერხებას ადგილი არ ჰქონია.

„პირველ ნაკადზე უნდა გამოცხადებულიყო 9000-ს აბიტურიენტზე ოდნავ მეტი და დაახლოებით 3% არ გამოცხადდა გამოცდაზე. რაც შეეხება დაგვიანებულების რაოდენობას, ანუ იმ აბიტურიენტების რაოდენობას,  რომლებიც არ დაიშვნენ, სამწუხაროდ, გამოცდაზე, არის 5%. ყველაფერი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. არსად, თუნდაც, ოდნავი შეფერხებაც კი არ ყოფილა,“ - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

39 000ზე მეტი აბიტურიენტი პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებს. დღევანდელი საგამოცდო პროცესი უკვე დაასრულა აბიტურიენტთა ნაწილმა. მათი განცხადებით, საგამოცდო საკითხები წელს გართულებული არ იყო.

უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდები 27 ივლისს დასრულდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები