18 ნოემბერი 2024,   18:27
ვრცლად
ელენე ხოშტარია ელიავას ბაზრობაზე მომხდარი ხანძრის მიზეზების დადგენას მოითხოვს

ე.წ. ელიავას ბაზრობაზე ხანძრის გამომწვევი მიზეზების დაუყოვნებლივ დადგენას და მიყენებული ზიანი დათვლას ითხოვს თბილისის მერობის კანდიდატი, პარტია "ევროპული საქართველოდან". 

ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, თითოეული დაზარალებულის საშუალო ზარალი 50 000 ლარამდეა.

ელენე ხოშტარია მომხდარი ხანძრის სწრაფად გამოძიებას მოითხოვს.

„ძალიან მნიშვნელოვანი არის, ძალიან სწრაფად შეფასდეს ეს ზარალი, ძალიან სწრაფად მოხდეს აღდგენა და მოფიქრებული იყოს ფორმა ამ ზარალის ანაზღაურების. ეს უკვე მე-10 ხანძარია და გამოძიებას პასუხი არ გაუცია მიზეზის შესახებ. ზოგადად, ყველანაირი ხელების გაშვერის გარეშე ვინმეს წინაშე არ შეიძლება, რომ ამდენი ხანძარი მოხდეს და პასუხი არ იყოს გაცემული, რა არის ამ ხანძრის მიზეზი,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

დღის ამბები