30 სექტემბერი 2024,   19:28
ვრცლად
თბილისის ზღვაში ბავშვს ეძებენ

თბილისის ზღვაში ბავშვს ეძებენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, ადგილზე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის მაშველები არიან მობილიზებულები.

როგორც ცნობილია, მოზარდი, დაახლოებით, 15 წლისაა. თვითმხილველების თქმით, ბავშვი სამი საათის წინ მეგობრებთან ერთად თბილისის ზღვაზე საცურაოდ ამოვიდა, დაახლოებით, საათნახევრის წინ კი წყალში გაუჩინარდა. 

შსს-ს ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები თბილისის ზღვაში ამ დრომდე მიმდინარეობს. ბავშვი ამ დროისთვის ნაპოვნი არ არის.

 

დღის ამბები