გალერეა „ვერნისაჟი“ ახალგაზრდა ქართველი მხატვრის გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიციისთვის მხატვარმა მარიამ გიორგობიანმა ძირითადად გრაფიკული ნამუშევრები შეარჩია. საექსპოზიციო სივრცეში წარმოდგენილი გრაფიკული ტილოები კი მხატვრული ლიტერატურისა და ფილმების მიმართ ხელოვანის დამოკიდებულებას ასახავს.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ნამუშევრების ნაწილი ტრადიცული სახატავი მასალის გარდა თვალის ფანქრითაც არის შესრულებული.
მარიამ გიორგობიანის ნამუშევრების ნახვა დამთვალიერებელს 6 ივლისამდე შეეძლება.