18 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
რეკრეაციული ზონა ელიავას ბაზრობის ნაცვლად - მერიამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს

42 ათასი კვადრატული მეტრი ქალაქის ცენტრში, სადაც ათეული წლებია ელიავას ბაზრობა მდებარეობს, თბილისის განვითარების ახალი გენერალური გეგმის მიხედვით, სარეკრეაციო ზონად უნდა გადაიქცეს. თუმცა ეს გეგმის ერთ-ერთი, პროექტია, რომელიც თბილისის მერია არ დაუმტკიცებია და რომელსაც ტერიტორიის მფლობელები არ ეთანხმებიან.

ელიავას ბაზრობის მეწილეები დედაქალაქის მთავრობას განვითარების ალტერნატიულ გეგმას სთავაზობენ, რომელიც მათ შორის სარეკრეაციო ზონასაც მოიცავს. ინვესტიციას კი თავად ბაზრობის მესაკუთრეები განახორიცელებენ.

მერია მის მიერვე დაქირვებული კონსულტანტების პროექტს დაამტკციებს, მაშინ ელიავას ბაზრობაზე მდებარე სავაჭრო ობიექტებს ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიტანენ. არსებული მონაცემებით, ადგილზე 12 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თბილისის განვითარების ახალ გენერალურ გეგმას თბილისის საკრებულოს უმრავლესობაში ემხრობიან. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ელიავას ბაზრობის ტერიტორიის განვითარების შესახებ, გადაწყვეტილების მიღებამდე ფართო მსჯელობა გაიმართება.

დღის ამბები