ბათუმში 44 წლის მამაკაცს ზღვაში ეძებენ. ბათუმელი მრავალგზის სპორტსმენი ჭიდაობაში გუშინ საღამოს "ანბანის კოშკის" მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვაში საბანაოდ შევიდა და აღარ გამოსულა.
ოჯახის წევრის განცხადებით, სამაშველო სამსახურმა დააფიქსირა თუ როგორ შეცურა ზღვაში თუმცა, შემდეგ აღარ დაუნახავთ. იქვე დატოვებული მისი ნივთები სამაშველო სამსახურმა საპატრულო პილიციას გადასცა.
ამ წუთებშიც მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.