18 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
არასამთავრობოები უცხოელების საქართველოში არ შემოშვების პრობლემებზე საუბრობენ

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უცხოელი სტუმრების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე საუბრობენ. მესამე სექტორის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ტურისტების შემოსვლას მესაზღვრეები გაუგებარი მიზეზებით აფერხებენ.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე აღნიშნავს, რომ მათ პარტნიორსაც მსგავსი პრობლემა შეექმნა. მან აღნიშნა, რომ კენიელი სტუმარი საქართველოში ორ კონფერენციას უნდა დასწრებოდა, თუმცა საზღვარზე შექმნილი პრობლემის გამო, ის ვერ შემოვიდა ქვეყანაში.

მიხეილ ბენიძე აცხადებს, რომ კენიის მოქალაქე საზღვარზე არ შემოუშვეს და მიზეზად ელექტრონული ვიზის გაუაქტიურებლობა მოიყვანეს.

„ფაქტი არის, რომ ეს ადამიანი დააბრუნეს უკან და შემდეგ მას აღარც გასჩენია სურვილი, მიუხედავად იმისა, რომ აქედან იყო მცდელობები, რომ გასწორებულიყო სიტუაცია და ის ხელახლა ჩამოსულიყო და დასწრებოდა ღონისძიებას. მას უკვე აღარ გასჩენია სურვილი და წავიდა თავის ქვეყანაში, კენიაში,“ - აცხადებს მიხეილ ბენიძე. 

დღის ამბები