18 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
დეკანოზმა დაადასტურა, რომ ინახავდა იარაღს - ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი ადვოკატებს აკრიტიკებს

ე.წ. ციანიდის საქმეზე დეკანოზის ადვოკატების განცხადებებს პროკურორი პასუხობს. ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში ბრალდების მოწმეების დაკითხვით გრძელდება. დღეს იკითხებიან ის ექსპერტები, რომლებმაც ექსპერტიზა ჩაუტარეს დეკანოზ გიორგი მამალაძის სახლიდან ამოღებულ იარაღს და ბარგიდან ამოღებულ ნივთიერებას.

ადვოკატები აცხადებენ, რომ ექსპერტების დაკითხვა საქმისთვის არაფრის მომცემია. მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე, ჯარჯი წიკლაური აცხადებს, რომ გიორგი მამალაძე თავის ჩვენებებში ადასტურებს, რომ მის საცხოვრებელ სახლში იარაღს ინახავდა. სწორედ ამის გამო საქმის პროკურორი, დამატებითი ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობას ვერ ხედავს.

„იარაღი ნანახი იქნა ბრალდებულის საძინებელ ოთახში და მან დაადასტურა, რომ იგი ინახავდა ამ იარაღს. მან არ უარყო ეს ფაქტი დაკითხვისას. მის დაკითხვაში კატეგორიულად აცხადებს ის, რომ იარაღს იგი ნამდვილად ინახავდა. შესაბამისად, არავითარი აუცილებლობა დამატებითი ექსპერტიზების ჩატარებისა აღარ იყო,“ - აცხადებს ჯარჯი წიკლაური.

პროკურორი დეკანოზის უფლებების დამცველებს მოუწოდებს, რომ უსაფუძვლო განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკაონ, რადგან ფაქტის უტყუარობას მსგავსი განცხადებებით ეჭვქვეშ ვერ დააყენებენ. 

ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მოწმეების დაკითხვით გრძელდება. დღეს სასამართლოზე 25 მოწმე უნდა დაიკითხოს.

დღის ამბები