18 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
შიმშილობის მე-9 დღე - საფინანსო კომპანია "საქართველოს" მეანაბრეები მთავრობის წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან ფინანსური კომპანია „საქართველოს“ მეანაბრეები შიმშილობას განაგრძობენ. პროტესტის ამ ფორმას დაზარალებულებმა 9 დღის წინ მიმართეს. მათ ამ დროის განმავლობაში, მთავრობის წარმომადგენელი არ შეხვედრია.

„არავინ კანცელარიიდან პასუხის გასაცემად არ გამოსულა. საპატრულო პოლიცია ქოლგების გაშლის საშუალებასაც არ გვაძლევს და 50 გრადუსიან სიცხეში ვართ მზის გულზე,“ - აცხადებს დაზარალებული ეკა ჩხარტიშვილი.

ის, სხვა დაზარალებულ მეანაბრეებთან ერთად, საქმეზე გამოძიების ჩატარებას და დამნაშავის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემას ითხოვს. ამასთან, მეანაბრეებს რაიმე სახით კომპენსაციის მიღება სურთ.

„ამ ადამიანმა 30 მილიონი დოლარი მოგვპარა და გაგვძარცვა. ეს თანხა არ ექნება მას მთლიანად დახარჯული,“ - აცხადებს ეკა ჩხარტიშვილი.

საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მეანაბრეები აცხადებენ, რომ სახელმწიფომ ზომები უნდა მიიღოს, რათა მომავალში კიდევ უფრო მეტი ადამიანი არ დაზარალდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები