თბილისის შემოვლით რკინიგზაზე ბიუჯეტიდან 213 მილიონი დოლარი დაიხარჯა, თუმცა, პროექტის მშენებლობა 2012 წელს შეჩერდა.
საქართველოს ტრანსპორტის ასოციაციის ხელმძღანელის, დავით მესხიშვილის, განცხადებით, შემოვლითი რკინიგზის ამუშავების შემთხვევაში, დედაქალაქში საცობების პრობლემა 40%-ით მოგვარდება.
„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი თბილისში, ზალიკო უდუმაშვილი, აცხადებს, რომ შემოვლითი გზის გარეშე დედაქალაქში საცობების პრობლემა ვერ მოგვარდება.
თბილისის მერიაში კი აცხადებენ, რომ პროექტზე, რომლის 80% 2012 წლამდე შესრულდა, მუშაობა მიმდინარეობს. დედაქალაქის მთავრობის განცხადებით, პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური გეგმის ალტერნატიული ვარიანტებიც არსებობს.
აღსანიშნავია, რომ მატარებლებს თბილისის შემოვლით რკინიგზაზე, ჯერ კიდევ 2013 წლიდან უნდა ევლოთ.
ავტორი: ნატა კვირჩილაძე