18 ნოემბერი 2024,   18:34
ვრცლად
2017 წლის „X-ფაქტორის“ გამარჯვებული მისაღებ გამოცდებს აბარებს

2017 წლის „X-ფაქტორის“ გამარჯვებული, სანდრო კურცხალიძე, გამარჯვების შემდეგ, საზღვაო აკადემიაში, მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად, ბათუმში გაემგზავრა.

„X-ფაქტორის“ მე-4 სეზონის გამარჯვებულმა შემოსული 195 409 ზარიდან ხმების ნახევარზე მეტი მიიღო.

ბათუმელი აბიტურიენტი "რუსთავი 2"-ის მეგა შოუში შემთხვევით მოხვდა. მეგობრის მხარდასაჭერად შესარჩევ კონკურსზე მისული გამოუცდელი მომღერალი საბოლოოდ თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში და სოფო ნიჟარაძის გუნდში აღმოჩნდა.

სანდრო კურცხალიძეს პარტნიორი კომპანიებისგან საჩუქრად 2-ოთახიანი ბინა, ბილეთი პრაღაში, ორკაციანი საგზური საოცნებო ქვეყანაში, პრემიუმ კლასის იტალიური ავეჯი და ავტომობილი მაზდა 3 გადაეცა.

ამავე თემაზე
დღის ამბები