„მოსახლეობას პასუხობ ლოზუნგით, მიწა არ იყიდებაო,“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში, მიწის გასხვისების თაობაზე კანონში ჩანაწერზე საუბრისას გააკეთა.
მისი აზრით, ქართულმა სოფლის მეურნეობამ მოსახლეობის 50% უნდა უზრუნველყოს, თუმცა სანაცვლოდ, რეგიონებში მცხოვრები ოჯახებიდან ადამიანები საზღვარგარეთ არიან ფულის საშოვნელად წასულები.
„ამ ფონზე ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ სოფლად რევოლუცია მოვახდინეთ და ამ ფონზე, როდესაც შენ არ გაქვს ნათელი ხედვა, მიწის ბაზარი ვერ უზრუნველყავი, ამ ფონზე ლოზუნგით პასუხი კონსტიტუციაში? ლოზუნგით, რომ მიწა არ იყიდება? ამას პასუხობ ოჯახს, რომლის წევრიც წასულია და შვილები რომ იზრდებიან ისე, რომ ან მამას ან დედას იცნობენ Skype-ით?“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისი თქმით, ლოზუნგს არავისთვის სიკეთე არ მოაქვს.