”ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვით სასამართლომ, პოლიტიკური მოძრაობის, ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელს, 6 ათასი ლარის გადახადა დააკისრა.
თემურ ცამციშვილს გამოძიება 2010-11 წლებში აღმოჩენილი კანონდარღვევის გამო ედავება, რომლითაც მერიის მიერ სატრანსპორტო მომსახურების მაჩვენებლებში, თბილისი-ქუთაისის მანძილი გაყალბებული იყო.
„ის ასაჩივრებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც მას ხელმეორედ დააკისრა 6 ათასი ლარის ჯარიმის გადახდა, რომელიც მას უკვე აქვს გადახდილი. იგივე 6 ათას ლარს, ჯარიმას, პარალელურად იხდის ერთ-ერთი კერძო კომპანია, რომელიც თავის დროზე, 2010-11 წლებში ახორციელებდა ამ სატრანსპორტო გადაყვანას,“ - აცხადებს „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის” თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე.