სარფის საბაჟოზე იმყოფებიან ამ წუთებში თურქეთში მოკლული ქართველი ემიგრანტის ოჯახის წევრები. ისინი 39 წლის გივი მაჩაიძის ცხედარის გადმოსვენებას ელოდებიან. ოჯახი სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობს და მკვლელობის საეჭვო გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას.
საქართველოს მოქალაქე, რომელიც სტამბოლში 9 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, 28 ივნისს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით მოკლეს.
მკვლელობაში ბრალდებული, რომელიც სავარაუდოდ ასევე საქართველოს მოქალაქეა, სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.