მიხეილ თათარიშვილის საქმეზე მოსამართლე საბოლოო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, დღეს გამოაცხადებს. მიხეილ თათარიშვილის მამა, ლადო თათარიშვილი აცხადებს, რომ პოლიციისა და პროკურატურის ქმედებების შემდეგ, უკანასკნელი იმედი მოსამართლის კეთილსინდისიერი გადაწყვეტილებაა.
„მოლოდინი არ მაქვს მილიციის, პროკურატურის მხრიდან. ერთადერთი იმედი დარჩა მოსამართლე გიორგი დარახველიძე, რომლის იმედი იმდენად გვაქვს, რამდენადაც დღემდე რაც მან პროცესი წაიყვანა, ერთადერთი იმედი მისი რჩება. სხვა არავითარი იმედი. პოლიციამ და პროკურატურამ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს მავნე ტრადიცია ასე გააგრძელოს,“ - აცხადებს ლადო თათარიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტის შვილი, ანა მარგველაშვილი კი ფიქრობს, რომ მოსამართლემ დღეს გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს.
„ჩემი აზრით, დღეს გამამართლებელ განაჩენს გამოუტანენ მიხეილ თათარიშვილს, რადგან იგი არ არის დამნაშავე არაფერში და მოსამართლემ ეს კარგად დაინახა,“ - განაცხადა ანა მარგველაშვილმა.
მიხეილ თათარიშვილის მეგობრები იმედოვნებენ, რომ დღეს გამამართლებელ განაჩენს გამოიტანენ და იგივე შედეგი იქნება თორნიკე კაჭარავას საქმეზეც.
პრეზინდეტის სიძისა და შვილის მეგობარი, მიხეილ თათარიშვილი ივნისის ბოლოს 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.