18 ნოემბერი 2024,   18:49
ვრცლად
700 მეტრით გადმოწეული საოკუპაციო ხაზი - არასამთავრობოები უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვენ 

არასამთავრობოების მიმართვა პრეზიდენტს და მთავრობას - სამოქალაქო სექტორი რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის კიდევ 700 მეტრით გადმოწევასთან დაკავშირებით, ხელისუფლებას სასწრაფოდ უშიშროების საბჭოს მოწვევას და საკითხის განხილვას სთხოვს.

განცხადება სამოქალაქო სექტორმა დღეს გაავრცელა და მას ხელს 8 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.

განცხადებაში მომხდარი შეფასებულია, როგორც გამოწვევა რუსეთის მხრიდან, რომელიც აგრძელებს ძირითადი საერთაშორისო ნორმების და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევას.

„აშკარაა, რომ რუსეთის მიზანს წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სრული ანექსია და საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება,“ - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ შექმნილ ვითარებაში აუცილებელია, ხელისუფლებამ ანტიანექსიური სტრატეგია შეიმუშაოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები