30 სექტემბერი 2024,   19:35
ვრცლად
ვტოვებ თანამდებობას, ჩემთვის იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ცხოვრებაში - კახი კალაძე

ენერგეტიკის მინისტრი, კახი კალაძე თანამდებობას ტოვებს და თბილის მერობისთვის წინასაარჩევნო კამპანიაში ერთვება.

„მე დღეს ვტოვებ თანამდებობას, ჩემთვის იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ცხოვრებაში. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენი დედაქალაქი, ჩვენი თბილისი, იყოს წარმატებული. მე მჯერა გუნდის თანადგომის, მე მჯერა თბილისელების თანადგომის,“ - განაცხადა კახი კალაძემ.

დღესვე კალაძემ მთავრობას ანგარიში ჩააბარა. ენერგეტიკის მინისტრმა დღეს უწყების 5 წლიანი საქმიანობა შეაჯამა. მან „ქართული ოცნებისა“ და კერძოდ, ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიღწევებზეც ისაუბრა.

„არავის არ სჯეროდა იმის, რომ ჩვენ შევძლებდით სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის დამარცხებას მშვიდობიანად. მაშინ ბატონი ბიძინას ირგვლივ გაერთიანდა მთელი საქართველო. დავდექით და ჩვენ ეს მოვახერხეთ,“ - განაცხადა კახი კალაძემ.

დღის ამბები