18 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა გათავისუფლებული თანამშრომლების ზუსტ რაოდენობას ვერ ასახელებს

"საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" თანამშრომლები დაითხოვეს. ოფიციალურ მიზეზად, არხზე გამოცხადებული რეორგანიზაცია სახელდება. არხის ხელმძღვანელობა გათავისუფლებულთა ზუსტ რაოდენობას ვერ ასახელებს. თანამშრომლებმა სამსახურიდან გაშვების შესახებ ინფორმაცია SMS შეტყობინებით მიიღეს.

“დღეს უკვე გავიგე იმის შესახებ რომ ადამიანებს მისდით, ერთი ვერსია, რომ მისდით მოკლე ტექსტური შეტყობინებები ტელეფონზე, მეორე ელექტრონული ფოსტით იმის შესახებ, რომ აღარ მუშაობენ აქ. გადაცემა არც „ჩვენი პარლამენტი“ არც „თავისუფალი ტრიბუნა“ 17 ივლისიდან ვიცი რომ აქ იქნება. კითხვები ამაზე დავსვით უხვად თუმცა გვითხრეს, რომ  მეორე არხის თანამშრომლები ინტეგრირდებით პირველი არხის ჟურნალისტებთან, მაგრამ ამ შემთხვევაში ვიცი, რომ უამრავი ადამიანის ბედი ჯერ კიდევ გასარკვევია“ - განაცხადა მეორე არხის თანამშრომელმა ნიკა კაციამ.

 

  

დღის ამბები