დავით ნარმანიას კიდევ ერთი ხმაურიანი გადაწყვეტილება და სავარაუდო დანაშაული, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორპუფციის" ხელმძღვანელი საუბრობს, მისი მინისტრობის პერიოდს ეხება. ეს არის ხელშეკრულება, რომელიც რეგიონული განვითარების სამინისტრომ 2014 წლის მარტში კომპანია "ჯენერალ ბილდინგთან" გააფორმა და შავ ზღვაზე ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის, ტენდერის გარეშე, 4 მილიონზე მეტი ლარი ბიუჯეტიდან გადაურიცხა. ამ ხელშეკრულებაში არის მთავარი საეჭვო გარემოება - კომპანია რომელსაც, გამარტივებული წესით დავით ნარმანიამ რამდენიმე მილიონი ლარი მისცა, თანხის გადარიცხვამდე ორი კვირით ადრე იყო დაფუძნებული და არანაირი გამოცდილება არ გააჩნდა.
კომპანია "ჯენერალ ბილდიგნდი" არ არის ერთადერთი ახლადდაფუძნებული და გამოცდილების არმქონე კომპანია, რომელსაც რეგიონული განვითარების სამინისტრომ მილიონები ყოველგვარი ტენდერის გარეშე ჩაურიცხა.
ბრალდებებს სავარაუდო კორუფციის შესახებ დავით ნარმანიამ არ უპასუხა. კითხვებზე პასუხი "კურიერმა" მხოლოდ მერიის პრესსამსახურისგან წერილობით მიღო, სადაც წერია, რომ ნაპირდაცვის პროექტი აჭარის სტიქიის შემდეგ დაიწყო. ის ქვების ჩაყრასა და ნაპირის გამაგრებას ითვალისწინებდა. სამუშაოები დავალებული ჰქონდა სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას, რომელმაც თავის მხრივ ქვეკონტრაქტორად აიყვანა კომპანია "ჯენერალ ბილდინგი." მერიიდან იუწყებიან, რომ სამუშაო შესრულებულია პროექტის მიხედვით და კანონმდებლობა არ დარღვეულა.