18 მაისი 2024,   14:53
ვრცლად
მიხეილ თათარიშვილს ყველა ბრალდება მოეხსნა - პრეზიდენტის ოჯახი მათი ახლობლების მიმართ შურისძიების მოტივებზე საუბრობს

პრეზიდენტის შვილის მეგობარი, მიხეილ თათარიშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. სასამართლომ მას ბრალდებები სრულიად მოუხსნა.

მოსამართლე გიორგი დარახველიძემ პროკურატურის არცერთი არგუმენტი არ გაიზიარა და მიხეილ თათრიშვილი დღეს უდანაშაულოდ ცნო. მიხეილ თათარიშვილი პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა შენახვის ბრალდებით 15 მარტს დააკავა.

თითქმის ოთხი თვის განმავლობაში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შვილი და სიძე ამტკიცებდნენ, რომ თათარიშვილი სამართალდამცველებმა პრეზიდენტის ოჯახთან მეგობრობის გამო, შურისძიების მოტივით, დააპატიმრეს.

მიხეილ თათარიშვილი ახლა იმ პოლიციელების მიმართ მოითხოვს სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას, ვინც მისი დაკავების ოპერაცია ჩაატარა.

თათარიშვილის მსგავსად, სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება, ანა მარგველაშვილისა და მინდია გოგოჭურის კიდევ ერთი მეგობრი, თორნიკე კაჭარავა. კაჭარავაც ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს და მასაც სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

პრეზიდენტის ოჯახი ამტკიცებს, რომ თათარიშვილის მსგავსად თორნიკე კაჭარავასაც ნარკოტიკები შურისძიების მოტივით ჩაუდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები