18 მაისი 2024,   16:10
ვრცლად
„ჩვენ ამ ხარკს ვუხდით რუსეთს“ - ოკუპირებულ აფხაზეთში გაზრდილი ელექტოენერგიის მიწოდება კორუფციულ ეჭვებს ბადებს

ყველაზე დიდი ქართული ელექტროსადგური, ენგურჰესი, შესაძლოა, კონკრეტული ადამიანების გამდიდრების წყარო იყოს. ბოლო წლებია, თითქმის გახუთმაგდა იმ ელექტროენერგიის რაოდენობა, რომელიც ენგურჰესიდან ოკუპირებულ აფხაზეთს აწვდიან.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, კონკრეტულ მონაცემებზე დაყრდნობით, ამტკიცებს, რომ ელექტოენერგიის მოხმარებამ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არაადეკვატურად მაღალ ნიშნულს მიაღწია და ეს მაჩვენებელი შესაძლო კორუფციული სქემის ეჭვებს აჩენს.

ენერგეტიკოსების გათვლებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტორენერგიის მაქსიმალურად მოხმარების შემთხვევაშიც კი, მიწოდების რაოდენობა, დაახლოებით, 200 ათასი კილოვატ საათია. 

საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე, პაატა დავითაია, ამბობს, რომ ენგურჰესზე გამომუშავებული ელექტოენერგიის ნაწილით, საქართველოს ხელისუფლება რეალურად რუსულ სამხედრო ბაზებს უფასოდ ამარაგებს, ნაწილს კი არალეგალურად ყიდის.

პოლიტიკოსებიც და ანალიტიკოსებიც აცხადებენ, რომ ოკუპირებული რეგიონისთვის არაადეკვატურად დიდი რაოდენობით მიწოდებული ელექტროენერგია, პოლიტიკურ პასუხისმგებლობასთან ერთად, კორუფციული გარიგების ნიშნებსაც შეიცავს.

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის, კახი კალაძის, ოპონენტები ეჭვობენ, რომ შესაძლო კორუფციული სქემა სწორედ ენერგეტიკის სამინისტროს გავლით, ოკუპირებული რეგიონის და რუსეთის ინტერესებზე გადის.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ვალიშვილი, ამბობს, რომ ელექტოენერგიის მიწოდების დროს მოსახლეობის და სამხედრო ბაზების გამიჯვნა შეუძლებელია. ის აცხადებს, რომ მიწოდების რაოდენობა მაღალია, თუმცა, კორუფციული გარიგებების არსებობას კატეგორიულად უარყოფს. 

დღის ამბები