18 მაისი 2024,   17:01
ვრცლად
ჩვენ ჩვენი კანონდამრღვევებიც გვეყოფა და ესენი ცოტა ზღვარს გადავიდნენ - გია კორკოტაშვილი ე.წ. "ქართულ მარშზე"

„ამ ჩამობრძანებულ სტუმრებში არიან ამორალური ადამიანები,“ - ასე განმარტავს საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მისიის“ თავმჯდომარე, გია კორკოტაშვილი, 14 ივლისს დაგეგმილ ე.წ. ქართველთა მარშის მიზეზებს.

„ქართველთა მარში მოემსახურება ერთადერთ რამეს, რომ საზოგადოებამ საქართველოში, მასპინძლებმა სტუმრებად არ იგრძნონ თავები და სტუმრები სათანადო მოიქცნენ, ზღვარს არ გადავიდნენ. ყველას კარები ღიაა, ჩვენ ბავშვობიდან ტოლერანტულ გარემოში ვიზრდებით,“ - განაცხადა გია კორკოტაშვილმა.

განსხვავებულ აქცენტებთან საუბრისას გია კორკოტაშვილი აცხადებს, რომ მშვიდობიანი სვლა გაიმართება 14 ივლისს და ამბობს, რომ ეს მარში ხელისუფლების გამოსაფხიზლებლადაც არის საჭირო.  

„ჩვენ ჩვენი კანონდამრღვევებიც გვეყოფა და ესენი ცოტა ზღვარს გადავიდნენ იმიტომ, რომ ვიგრძენით ეს. საგრძნობი გახდა აღმაშენებელზე, პლეხანოვზე, იგივე ვარდების მოედნის დაბლა ტერიტორიაზე, სადაც მათ კანონსაწინააღმდეგო ბორდელები ჰქონდათ გახსნილი... ეს ხელისუფლების გამოსაფხიზლებლადაც არის, ადამიანების გამოსაფხიზლებლად,“ - განაცხადა კორკოტაშვილმა.

 

დღის ამბები