აღმაშენებლის გამზირზე შენობის ფასადის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაშავდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმის თქმით, სტაბილურად მძიმეა. 20 წლის გოგონა მრავლობითი ტრავმით ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
აღმაშენებლის გამზირზე შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე უკვე დაიწყო გამოძება სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით, რასაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება მოყვა.