18 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
დავით ხარშილაძე 15 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს - პირველი კადრები გადაწყვეტილების შემდეგ

“ქრონიკა პლუსის“ რედაქტორის, ელისო კილაძის შვილი, დავით ხარშილაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლემ, ხარშილაძის ჩვენების შემდეგ, ის საკუთარი ინიციატივით, 15 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა.

ელისო კილაძის განცხადებით, მისი შვილის მიმალვა გამორიცხულია, რადგან დავით ხარშილაძე, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, ბოლომდე ბრძოლას აპირებს.

დარბაზიდან გამოსულ დავით ხარშილაძეს, მისი ოჯახის წევრები და მეგობრები ოვაციებით შეხვდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები