18 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს გზებს 250 მილიონი ევროთი დააფინანსებს

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს გზებს 250 მლნ ევროთი დააფინანსებს. ფინანსურ დოკუმენტს ფინანსთა და რეგიონული განვითარების მინისტრებმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე პრეზიდენტმა მოაწერეს ხელი. თანხა საქართველოს მასშტაბით ძირითადი და მეორადი გზების მშენებლობასა და რეაბილიტაციას მოხმარდება. 3.5 მილიონი ევროთი დაფინანსდება ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციაა.

“ეს არის 250 მილიონ ევროიანი ტრანში, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, ჩვენი აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობის დაფინანსების. ასევე, მნიშვნელოვანია ის ტექნიკური მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ ევროპიდან,“ - განაცხადა ვიცე პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე პრეზიდენტის ვაზილ ჰუდაკის თქმით, ეს დერეფანი ხელს შეუწყობს კავშირსა და შიდა გადაადგილებას.

“გამოიყო 250 მილიონის ოდენობის ტრანში საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის მხარდასაჭერად. ეს დერეფანი ხელს შეუწყობს კავშირსა და შიდა გადაადგილებას. ეს არის მეორე ტრანში. ასევე ხელი მოეწერა ენგური-ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურის დამატებით დაფინანსებას. მესამე დოკუმენტი კი, მაგისტრალებისა და გზების მშენებლობის ტექნიკურ მხარდაჭერას ითვალისწინებს,“ - აღნიშნა ვაზილ ჰუდაკმა.

ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტის ენერგეტიკული კავშირის საკითხებში, მაროშ შევჩევიჩის თქმით, შესაძლოა დამატებით 35 მილიონი ევრო გამოიყოს.

“დღეს მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოვაწერე ხელი. პირველი ეხება უმთავრესი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ხელშეწყობას. ვფიქრობთ, დამატებითი დახმარების გამოყოფაზე 35 მილიონი ევროს ოდენობით, გზების ხარისხის გასაუმჯობესებლად. მნიშვნელოვანია მეორე პროექტიც და ეხება ენერგო წარმოებას. ვფიქრობთ, რომ მდინარის ორივე ნაპირის მოსახლეობას ის ელექტროენერგიით მოამარაგებს,“ - განაცხადა მაროშ შევჩევიჩმა.

დღის ამბები