კანცელარიასთან "საფინანსო კომპანია საქართველოს“ მიერ დაზარალებულები აქციას მართავენ. მეანაბრეები მთავრობისგან საქმის დროულ გამოძიებას, დამნაშავეების დასჯასა და თანხის დაბრუნებას ითხოვენ. ისინი უკვე მე-18 დღეა მთავრობის ადმინისტრაციასთან შიმშილობენ.
„ჩვენი მოთხოვნაა, დაცული იქნეს ჩვენი, როგორც მოქალაქეების, ადამიანების სიცოცხლის, ქონების უფლება“,- აცხადებენ მეანაბრები.