18 ნოემბერი 2024,   18:50
ვრცლად
ნარკოტიკების მოხმარებისათვის გასამართლებულმა ლაშა ბახუტაშვილმა პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში დავა მოუგო

ლაშა ბახუტაშვილის 6 თვიანი დავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მისი გამარჯვებით დასრულდა. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ 9 მეათიათასედი გრამი დეზომორფინის შეძენა შენახვა, არ შეიძლება გახდეს პატიმრობის საფუძველი. არადა მოქმედი კოდექსით დეზომორფინის ამ დოზის გამოყენება 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ლაშა ბახუტაშვილი 2013 წელს სწორედ დეზო-მორფინის შეძენა შენახვის ბრალდებით დააკავეს და ხუთ-წლიანი პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს. ამის შემდეგ, მან დავა პარლამენტის წინააღმდეგ კანონის შესაცვლელად საკონსტიტუციო სასამართლოში, "თეთრი ხმაურის" მოძრაობის მხარდაჭერით დაიწყო. ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია.

საკონსტიტუციო სასამართლო ხვალ კიდევ ერთ სარჩელზე გამოაცხადებს გადაწყვეტილებას, ამჯერად საქმე ეხება მარიხუანას კულტივირებას. ხვალ პირველმა კოლეგიამ უნდა თქვას დაისჯება თუ არა საქართველოში პატიმრობით კანაფის მოყვანა.

დღის ამბები