165-ე საოპერო სეზონის დასრულებამდე თეატრში გალა კონცერტისთვის ემზადებიან. ამჯერად სცენა ახალი თაობის საოპერო მომღერლებს დაეთმობათ.
ახალბედა საოპერო მომღერალი ცოტნე მოწონელიძე თბილისი ოპერისა და ბალეტის ორკესტრთან ერთად პირველი გალა კონცერტისთვის ემზადება.
ოპერის 165-ე სეზონის დახურვამდე ბადრი მაისურაძემ სცენა ახალ ხმებს დაუთმო და ოპერის მომღერლების ახალი თაობა შეკრიბა.
გალა კონცერტის 20-ზე მეტი მონაწილედან უმეტესობა სადებიუტო გამოსვლისთვის ემზადება.
სრულიად ახალი საკონცერტო შემადგენლობით, მრავალფეროვანი რეპერტუარით და გამორჩეული კულმინაციით, კონცერტი 15 ივლისს გაიმართება.