ქუთაისში დაკარგული ბავშვის სამძებრო სამუშაოები განახლდა. ორი დღეა მდინარე რიონში 13 წლის ბიჭს სამაშველო სამსახური ადგილობრივებთან ერთად ეძებს.
მოზარდი პარასკევს გაუჩინარდა. თვითმხილველების განცხადებით, მდინარეში ოთხი ბავშვი ნახეს. საღამოს კი გაირკვა, რომ ერთ-ერთი სახლში აღარ დაბრუნებულა.